ევროპა

ეგვიპტიდან ლუდი ეთიოპიაში, ირანსა და კავკასიაში გავრცელდა. ინდოევროპელთაგან ლუდის დამზადება თავდაპირველად ფრიგიელებმა და თრაკიელებმა დაიწყეს. ისინი, მოგვიანებით კი სკვითებიც, ლუდს ქერისა და დაფქული ბრინჯისაგან ამზადებდნენ.
ძველი ბერძნები და რომაელები, უმთავრესად, ღვინოს მიირთმევდნენ - ლუდს ისინი ბარბაროსების სასმელად მიიჩნევდნენ.

ჯერ კიდევ არისტოტელეს დროს იცოდნენ ბერძნებმა იმის შესახებ, რომ ჩრდილო და ცენტრალურ ევროპაში მცხოვრებლები ლუდს ამზადებდნენ. რომაელმა კონსულმა და მწერალმა პლინიუს უმცროსმა (62-114 წლები) ევროპაში 195 სახეობის ქერის სასმელი აღწერა.ლუდის დამზადებას იმ დროს გერმანელები მისდევდნენ. ამის შესახებ იუწყებოდა ტაციტიუსიც, "გერმანელების შესახებ" ცნობილი ტრაქტატის ავტორი.

ფიქრობენ, რომ ლუდის დამზადება გერმანელებმა ფინიკიელებისაგან ისწავლეს.  გერმანიიდან ლუდის დამზადების ტექნოლოგია გავრცელდა ინგლისსა და სკანდინავიაში, ევროპული კულტურის ექსპანსიის კვალდაკვალ კი ლუდი მთელს მსოფლიოში პოპულარული გახდა.

 
Copyrights 2006 - 2017. KAZBEGI. All rights reserved.
Created by ITDC