"ყაზბეგი" ჯგუფის ისტორია

1994 წელი - ბიზნესმენი გოგი თოფაძე თანამოაზრეებთან ერთად აფუძნებს კომპანიას"ყაზბეგი".
კომპანია აუქციონზე ყიდულობს თბილისის ლუდის მეორე ქარხანას და იწყებს წარმოების სრულ რეკონსტრუქციას. ქარხანაში 4, 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.

1995 წელი - კომპანია "ყაზბეგი" უშვებს პირველ ქართულ ლუდს "ანანური".
1996 წელი - გამოდის 2 სახეობის ახალი ლუდი- "ფშავი" და "ყაზბეგი". კომპანია "ყაზბეგი" ბაზრის ლიდერი ხდება. იქმნება "ყაზბეგის" ლუდის ბარებისა და რესტორნების ქსელი.
1996 წელი - იქმნება "ყაზბეგის" სავაჭრო ნიშანი.

1997 წელი - კომპანია "ყაზბეგმა" სააქციო საზოგადოება "რუსთავის ლუდის" აქციები შეიძინა. იქმნება სააქციო საზოგადოება "ყაზბეგი".
1998 წელი - იქმნება "ყაზბეგის" სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც აერთიანებს ასეულობით რეალიზატორს საქართველოს ყველა რაიონში.

1999 წელი - კომპანია იწყებს თანხების დაბანდებას ტურიზმის სფეროში. შენდება სასტუმროები დაბა ყაზბეგსა და ბაკურიანში.
1999 წელი - სს "ყაზბეგი"  იწყებს ორიგინალური სასმელის "ცივი ჩაისა" და ლიმონათის წარმოებას. რუსთავის ლუდისა და გამაგრილებელი სასმელების ქარხნის ლაბორატორიის მეცნიერები იწყებენ არომატიზატორების დამზადებას ორიგინალური რეცეპტურით ნატურალური ნედლეულის ბაზაზე.

2000 წელი - "ყაზბეგი"  წარმოებული პროდუქციის მოცულობით ლუდისა და გამაგრილებელი სასმელების ბაზრის ლიდერი ხდება. სს "ყაზბეგი" უშვებს ათი სახეობის ლუდს, თორმეტი სახეობის ცივ ჩაის, ექვსი სახეობის ლიმონათს და არომატიზატორებს.

2001 წელი - იქმნება კომპანია "ყაზბეგი-ტობაკო", იხსნება თამბაქოს წარმოება, რომელიც 5 დასახელების სიგარეტს უშვებს.
2003 წელი - თერჯოლის მეფრინველეობის ფაბრიკის ბაზაზე იქმნება შპს "ყაზბეგი-თერჯოლა", კომპანიის მთავარი მიმართულებაა საქართველოში მეფრინველეობის განვითარება.


2003 წელი - "ყაზბეგი" იწყებს თანხების დაბანდებას ხე-ტყის ბიზნესში. თელავის რაიონის სოფელ ფშაველში ყალიბდება შპს "ყაზბეგი-ფშაველი".

2003 წელი -   კომპანია "ყაზბეგი" იწყებს დაბა ბაკურიანში დიდველის მთაზე ტურისტულ-სპორტული კომპლექსის მშენებლობის ოპერირებას.


2005 წელი - დაფუძნდა კომპანია "ფშაველი-ყაზბეგი", საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და გადამუშავება, სანადირო მეურნეობის მოწყობა.
2006 წელი-ყაზბეგი ჯგუფის შემადგენლობაში შევიდა "ქართუ უნივერსალი" და კომპანია "ზამექსი-პრინტი"

 

 
Copyrights 2006 - 2017. KAZBEGI. All rights reserved.
Created by ITDC