ფარაონების ეპოქა

ეგვიპტელები ლუდს თავდაპირველად ბაბილონში ყიდულობდნენ, თუმცა სასმელი ხანგძლივ ტრანსპორტირებას ვერ უძლებდა, ამიტომაც იძულებული გახდნენ, თავად დაეწყოთ ლუდის დამზადება. ისინი განსხვავებულ ლუდს ამზადებდნენ, სიმინდისაგან  ლუდის დამზადება ძველეგვიპტური ღმერთის ოსირისის სახელს უკავშირდება. ეგვიპტურ ლუდს "ხეკი" ერქვა და მაგარი და მოტკბო გემოსი იყო.

პაპირუსი, რომელიც გერმანელმა ეგვიპტოლოგმა გეორგ ებერსმა აღმოაჩინა, ფარაონთა ქვეყანაში პირველი დოკუმენტია მედიცინის თემაზე -ის ლუდის რეცეპტებსაც შეიცავს.
ლუდის განსაკუთრებულ სამკურნალო თვისებებზე ეგვიპტელებმა ბევრი რამ იცოდნენ, ისინი თვლიდნენ, რომ ლუდის სმა სიცოცხლეს ახანგძლივებს.ლუდი პირამიდების მშენებელთა რაციონში მთავარი პროდუქტი იყო, ხშირად შესრულებულ სამუშაოს ასანაზღაურებლად ხელოსნებს ლუდს ურიგებდნენ. ლუდის მხარშველი კი იმდენად საპატიო პროფესია იყო, რომ მათ ქანდაკებებს სამარხებშიც ინახავდნენ. ასე იყო ნინევიაშიც. 

ლუდი ეგვიპტეში წარმოუდგენლად პოპულარული იყო,  დედოფალმა კლეოპატრამ პირამიდების მშენებლობის გასაგრძელებლად საჭირო თანხის მოძიება ლუდზე გადასახადების შემოღებით გადაწყვიტა. ეს იყო ისტორიაში პირველი გადასახადი, რომელიც სასმელის დამზადებისათვის დაწესდა.

 
Copyrights 2006 - 2017. KAZBEGI. All rights reserved.
Created by ITDC