უძველესი სასმელი

ლუდს უძველესი დროიდან ამზადებენ, თუმცა უძველეს სასმელს ერთი კონკრეტული სამშობლო არა აქვს. ლუდის დამზადება ყველა კონტინენტზე ყველა უძველესმა ერმა იცოდა.
ისტორიკოსთა მტკიცებით, ლუდი 8000 წლის წინათ გაჩნდა.ლეგენდის თანახმად, გულმავიწყ მცხობელს პურის ცომი მზეზე დარჩა, ცომი თხევადი გახდა და ამჟავდა. შეცბუნებულმა მცხობელმა უცნაური მასა გასინჯა და მოეწონა - ასე იწყება ლუდის ისტორია.

ანთროპოლოგთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ცივილიზაცია ლუდის წყალობით გაჩნდა. როდესაც უძველესმა ხალხებმა აღმოაჩინეს, რომ მარცვლეულისაგან პურისა და ლუდის დამზადება შეიძლება, მათ მომთაბარე ცხოვრებას ერთ ადგილზე დამკვიდრება ამჯობინეს და მარცვლეულის მოყვანა დაიწყეს, რამაც კაცობრიობის იდენტიფიცირებად ისტორიას დაუდო სათავე.

ლუდის დამზადების პიონერებად შუმერები, სირიელები, ასურელები, ეგვიპტელები და ბაბილონელები ითვლებიან.

 
Copyrights 2006 - 2017. KAZBEGI. All rights reserved.
Created by ITDC