«ყაზბეგსა» და უკრაინულ კომპანია «რეგინა-უკრაინას» შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას 2009 წლის ნოემბრიდან ვინიცის ოლქში, «რეგინას» მინერალური წყლის ჩამომსხმელ ქარხანაში «ყაზბეგი-რეგინას» სავაჭრო ნიშნით ლიმონათის წარმოების დაწყების შესახებ.
წელს პირველად ''ყაზბეგის" თასზე ვეტერან და მოყვარულ ჩოგბურთელთა საჩოგბურთო ტურნირი თეიმურაზ კაკულიას სახელობის საჩოგბურთო კლუბ "თბილისის" კორტებზე ჩატარდა.
კომპანია "ყაზბეგი" სრულიად ახალი ტიპის ლუდის წარმოებას იწყებს: ტეკილას არომატით ბრინჯის ლუდი ორიგინალური დიზაინის ალუმინის ბოთლში ჩამოისხმება. "პლატინის ყაზბეგის" პირველი პარტია სს "ყაზბეგმა" 15 მაისს გამოუშვა.
"ყაზბეგის" ლიმონათის ეტიკეტსა და სატელევიზიო რეკლამაში ახალი ანიმაციური პერსონაჟი გამოჩნდა, რომელსაც სახელს ლიმონათის ყველაზე ერთგული მომხმარებლები-ბავშვები შეურჩევენ.
2006 წლის 8 ნოემბერს სს "ყაზბეგსა" და საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით "ყაზბეგი" საქართველოს შიდა ჩემპიონატის სპონსორი გახდა.
ოლიმპიურ ჩემპიონებს ზურაბ ზვიადაურს და გიორგი ასანიძეს კომპანია "ყაზბეგმა" მართლაც ოლიმპიური საჩუქარი გაუკეთა - ოქროს მედალოსნები ავტომანქანა "პაჯერო-მიცუბიშით" დააჯილდოვა.
ექსკურსიები ქარხანაში ერთგვარი აუდიტი და საზოგადოებრივი კონტროლია წარმოებისათვის, რომელიც შექმნის დღიდან ამკვიდრებს ბიზნესის გამჭირვალობისა და ქართული წარმოების კონკურენტუნარიანობის იდეოლოგიას.
შეერთებულ შტატებში ნიუ-იორკი უკვე მესამე შტატია, სადაც ქართული ლუდი გაიყიდება. შარშან ქართული სასმელის საცდელი პარტიები თავდაპირველად მაიამსა და ფილადელფიაში გაიგზავნა.
საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, ბაკურიანი არის ევროპის ქვეყნებთან ყველაზე ახლომდებარე რაიონი, რომელსაც სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარების უნიკალური ბუნებრივი პოტენციალი აქვს.
Copyrights 2006 - 2024. KAZBEGI. All rights reserved.